კვლავ დაძაბულობაა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში. ეროვნული ნაკრების ყველა წევრი ერთსულოვანია და ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის, გადადგომას ითხოვენ.
სპორტსმენებმა აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართეს. მკლავჭიდელების განცხადებით, შეჩერებულია დაფინანსება რაც მათ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე, მათი პოზიციით, ჯაჭვლიანის საქმიანობიტთ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
დღის ბოლოს კი სპორტსმენებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები შეხვდნენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი