ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბაზაძემ ახალგაზრდებს შორის კონტინენტის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.
ტურნირი ბულგარეთში, პლოვდივში გაიმართა. ქართველმა მოფარიკავემ გადამწყვეტ ბრძოლაში იტალიელი მეტოქე 15:10 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ გასულ თვეში პრაღაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა და ოცწლიანი პაუზის შემდეგ სპორტის ამ სახეობაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი იქნება რიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე.