ინგლისის სპორტული ჟურნალისტების ასოციაციის ვერსიით, ლესტერის თავდამსხმელი, ჯეიმი ვარდი, პრემიერლიგის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ვარდის გამოკითხულთა 36 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე რაიდ მაჰრეზი გავიდა, ხოლო მესამეზე კი ნ’გოლო კანტე. (სამივე ფეხბურთელი ლესტერის ღირსებას იცავს)
მიმდინარე სეზონში ვარდის 34 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი და 1948 წლიდან მოყოლებული, ის ლესტერის რიგებში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგას ლესტერი 77 ქულით ლიდერობს და თუ, დღეს ტოტენჰემი თავის შეხვედრას ვერ მოიგებს, ამ შემთხვევაში მელიები ოფიციალურად გახდებიან ჩემპიონები.
*ჩელსი-ტოტენჰემის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
*გამოკითხვაში მონაწილეობა იმ ჟურნალისტებმა მიიღეს, რომლებიც უშუალოდ ფეხბურთზე წერენ.
წყარო: ლესტერის ოფიციალური Twitter-ის გვერდი.