16 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
მადრიდის ატლეტიკო პირველი ფინალისტია

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მადრიდის ატლეტიკო გახდა. ესპანურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მიუნხენის ბაიერნის ბარიერი დაძლია და მილანში ითამაშებს.

მატჩი ბაიერნისთვის კარგად დაიწყო. 34-ე წუთზე ჩაბი ალონსოს მიერ დარტყმული ბურთი რიკოშეტის შედეგად ატლეტიკოს კარში აღმოჩნდა. 34 წუთზე კი მიუნხენელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა თომას მიულერმა შანსი ვერ გამოიყენა. შეხვედრის მეორე ნახევარში კონტრშეტევის შემდეგ ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ თამაში კვლავ ბაიერნის უპირატესობით წარიმართა. რობერტ ლევანდოვსკიმ 74 წუთზე გაიტანა - 2:1. ატლეტიკო ცდილობდა შეხვედრაში გარდატეხა შეეტანა და ამის შანსი სიმეონეს გუნდს მსაჯმა მისცა, როდესაც ფერნანდო ტორესის წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, არადა წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. ტორესმა კი არბიტრის "საჩუქარი" ვერ გამოიყენა.

ბოლო წუთებში ბაიერნი  ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა როხიბლანკოს მეკარე და დაცვა შესანიშნავად თამაშობდა და შეხვედრაშიც ანგარიში აღარ შეცვლილა. ორი მატჩის ჯამში 2:2 და ატლეტიკო პირველი ფინალისტია.

ხვალ მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

დღის ამბები