დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა და აქედან გამომდინარე სანტიაგო ბერნაბეუზე უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.
კლუბები მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. სიტის ტრავმირებული ჰყავს დავიდ სილვა და ზაბალეტა, ასევე საეჭვოა იაია ტურეს თამაში. მადრიდელებს კი კარიმ ბენზემა და კაზემირო დააკლდებათ. ექსპერტების შეფასებით ბრაზილიელი ნახევარმცველი ბენზემაზე დიდი დანაკლისია, რადგანაც ზიდანის მოსვლის შემდეგ კაზემირო ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა.
ზინედინ ზიდანის განცხადებით, შეხვედრისთვის მზად არის კრიშტიანო რონალდო, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო პირველი ნახევარფინალი გამოტოვა.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით;
მადრიდის რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ბეილი, ხესე და რონალდო.
სიტი: ჰარტი, სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, ნავასი, ტურე, დე ბრუინე და აგუერო.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.