ლესტერის ვიცეპრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან ვარდისთან დაკავშირებული ისტორია გახსენა და იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ შეექმნათ.
"მე ვარდის ტრანსფერის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შემდეგ კლუბის სკაუტებს და მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე და დავრწმუნიდი, რომ ვარდი კარგი ვარიანტი იქნებოდა. მწვრთნელ პირსონს ვკითხე: სატრანსფერო ბიუჯეტი მხოლოდ 1 მილიონი, რომ გქონდეთ ვის შეიძენდით? მან კი დაუფიქრებლად მიპასუხა - ჯეიმი ვარდის.
ტრანსფერის დასრულების შემდეგ ჯეიმი ჩემთან მოვიდა და მადლობა გადამიხადა, მას ხომ ასეთი ხელფასი არასოდეს ჰქონია. შეიძლება, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ვარდიმ ვარჯიშებზე ნასვამ მდგომარეობაში დაიწყო სიარული. ჩვენ არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა - გუნდში ალკოჰოლიკი ფეხბურთელი გვყავდა. ვარდის შევხვდი და მკაცრად ვუთხარი - ჯეიმი, შენ გინდა შენი კარიერა ასე გაგრძელდეს? მაშინ ჩვენ კონტრაქტს გაგიწყვიტავთ და შენ თავისუფალი იქნები. ვარდიმ მითხრა, რომ ადრ ამდენი ფული მას არასოდეს ჰქონია და არ იცის საკუთარ თავს რა მოუხერხოს. მე მეგობრული რჩევა მივეცი და ვთხოვე თავის ოცნებაზე დაფიქრებული. ამ საუბრის შემდეგ ვარდიმ დალევას თავი დაანება და მთელი არსებით ვარჯიში დაიწყო," - განაცხადა ლესტერის ვიცეპრეზიდენტმა, აიავარა შრივადხანაპბხუმ,.
ვარდი ლესტერში 2012 წელს ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 34 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონობაში დაეხმარა.
წყარო: Goal.com