მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა. პორტუგალიელის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის ისტორიაში თავის გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ისტორიაში შევალ. ეს ხალხს მოეწონება თუ არა სხვა საკითხია, თუმცა ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მომავალში მე ლეგენდების გვერდით ვიდგები. ჩემი თამაშით მე უკვე გარანტირებული მაქვს ფეხბურთის ისტორიაში შესვლა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებული ვიყავი, მე ჩემ თავს ლეგენდობისთვის ვამზადებდი. ვიცოდი, რომ ტალანტი მქონდა," - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კარიერის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ოქროს ბურთი, 4-ჯერ კი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
რონალდოს კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან სიტისთან პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვა. ზიდანის თქმით კი ფეხბურთელი დღევანდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია და ძირითად შემადგენლობაში იქნება.
წყარო: UEFA.com
* rustavi2/sport-ი რონალდოს ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.