16 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ლიონელ მესის ცნობილი გულშემატკივრის ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა

ლიონელ მესის ცნობილი გულშემატკივარი, მურთაზა აჰმადის ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. ამის შესახებ 5 წლის ბიჭის მამა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მურთაზას პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული ლიონელ მესის მაისური ეცვა. ბავშვის სურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ უცხურმა მედიამ მისი ვინაობა დაადგინა და ბიჭი ავღანეთში იპოვნა. მესიმ გულშემატკივარს საჩუქრად ავტოგრაფიანი მაისური საჩუქრად გაუგზავნა, თუმცა მურთაზას მამის განცხადებით, ამის შემდეგ ადგილობრივი დაჯგუფებიდან დაუკავშირდნენ.

"ცოტა ხნის წინ ადგილობრივი დაჯგუფების წარმომადგენელი დამიკავშირდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესიმ მაისურთან ერთად მურთაზას ფულიც გამოუგზავნა და თანხას ითხოვდნენ," - განაცხადა მუჰამედ აჰმადიმ.

ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მურთაზას მშობლებმა ავღანეთი დატოვეს და მეზობელ პაკისტანში გადავიდნენ.

 

წყარო: BBC, Mirror

დღის ამბები