ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში გამართულ კატალონიურ დერბიში მომხდარი კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი.
ლიონელ მესიმ ესპანიოლის მეკარეს მე-8 წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა და გოლის აღნიშვნის შემდეგ მიმართა - "ახლა რა? შეგისრულე იდიოტო?".
მესის და პო ლოპესს სათასო შეხვედრაში მოუვიდათ კონფლიქტი, როდესაც მეკარემ არგენტინელ ფეხბურთელს ფეხზე დააბიჯა. მაშინ მესი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
კვირას გამართულ მატჩში კი პო ლოპესი კიდევ ერთ ბარსელონას ფეხბურთელს, ლუის სუარესს, დაუპირისპირდა.
მატჩი ბარსელონას გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
წყარო: Eurosport