NBA-ს ფლეი ოფის სერიაშi ოკლაჰომა სიტი 3:2 უგებს სან ანტონიოს. დღეს, გამთენიისას სან ანტონიომ სერიაში მე-5 შეხვედრა საკუთარ დარბაზში 91:95 წააგო.
35 ქულით, 11 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო იყო სტუმართა რასელ ვესტბრუკი, მისმა თანაგუნდელმა კევინ დურანტმა 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. მეტოქეთაგან 26 ქულით კავაი ლეონარდსი გამოირჩეოდა, 20-20 ქულით კი აღნიშვნის ღირსნი არიან ლამარკუს ალტრიჯი და დენი გრინი.
მომდვნო შეხვედრა 12 მაისს კვლავ სან ანტონიოს პარკეტზე გაიმართება.