გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ მილანის მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი, მზად არის 750 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გუნდი ჩინურ კომპანია Fininvest-ს მიყიდოს.
თავიდან Fininvet-ი კლუბის აქციების 70 %-ს მიიღებს, ხოლო 1 წლის განმავლობაში კი დანარჩენი აქციებიც მისი საკუთრება გახდება. თავდაპირველად ბერლუსკონი გუნდს 1 მილიარდ ევროდ აფასებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.
მილანი იტალიის სერია A-ში მეშვიდე ადგილს იკავებს, გუნდი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და გულშემატკივრებს ჩინური ინვესტიციის იმედი აქვთ.
წყარო: Eurosport