დორტმუნდის ბორუსიას კაპიტანი, მატს ჰუმელსი, მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნის ღირსებას დაიცავს.
ჰუმელსი ბაიერნის აღზრდილია და 8.5 წლის შემდეგ ისევ მშობლიურ კლუბს უბრუნდება. მცველმა რეკორდმაისტერთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"დორტმუნდის დატოვების გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ, რაც აქ 8.5 წელი გავატარე, ჩემთვის იოლი არ იყო. ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, რომ დორტმუნდის მაისურს ვატარებდი. ჩემ დაბრუნებამდე მშობლიურ ქალაქში, ერთი საერთო მიზანი გვაქვს, დორტმუნდში გერმანიის თასი ჩავიტანოთ და გულშემატკივრებთან ვიზეიმოთ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, კლუბის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს იმ საოცარი პერიოდისთვის, რაც აქ გავატარე," - განაცხადა ჰუმელსმა.
წყარო: Eurosport