საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს ბოლო სამი წლის ჩემპიონი ლელო-სარასენსი და საქართველოს 9-გზის ჩემპიონი ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ.
თბილისი ლელომ 17:15 გაიმარჯვა და ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
ფინალური მატჩის მნიშვნელობიდან და დაძაბულობიდან გამომდინარე თამაშს ირლანიელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.