16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ჯონ ტერი ჩელსიში კიდევ 1 სეზონით დარჩება

ლონდონის ჩელსის კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 სეზონით გააღანგრძლივა.

ტერის მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უსრულდებოდა და კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული, თუმცა არისტოკრატებმა თავიანთ ლიდერს კიდევ ერთი წლით დარჩენა შესთავაზეს და თანხმობაც მიიღეს.

"ბედნიერი ვარ ახალი გამოწვევით. მოუთმენლად ველოდები შემდეგ სეზონს და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშს. იმედი მაქვს, ანტონიო კონტე ჩელსისთან ერთად წარმატებას მიაღწევს. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, თქვენ მსოფლიოში საუკეთესოები ხართ," - განაცხადა ტერიმ.

35 წლის მცველი ჩელსის აკადემიაში 1998 წლიდან ირიცხება და მას ძირითად გუნდთან ერთად 16 ტიტული აქვს მოპოვებული.

 

წყარო: Eurosport

 

დღის ამბები