16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
"ექვსი ერის ხელმძღვანელობა ტურნირის ახალ ფორმატს განიხილავს"

ბრიტანული გაზეთის The Rugby Paper-ის მიმომხილველმა, პიტერ ჯეკსონმა, საქართველოსათვის საყურადრებო ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით ექვსი ერის ხელმძღვანელობა ტურნირის ახალ ფორმატს განიხილავს.

ჯეკსონის თქმით, ერთა თასზე გამარჯვებულ გუნდს ექვს ერში მოხვედრა შეეძლება.საუბარია გუნდების გავარდნა შემოსვლის სისტემაზე. ჟურნალისტი წერს, რომ ახალ სისტემაზე მუშაობა ბოლო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების კარგ თამაშს და იტალიელების არადამაჯერებელ გამოსვლას უკავშირდება.

სტატიაში ასევე ნათვამია, რომ ექვსი ერის გუნდებიდან ასეთ ცვლილებას მხარს უელსი და შოტლანდია უჭერენ.

დღის ამბები