16 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბინავდება. 27 მაისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ველსში სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეხვდება.
 
ვაისმა ნაკრებში სამ ახალწვეული გამოიძახა. ჩეხური „ტეპლიცეს" მცველი, აშშ-ში დაბადებული ქართველი, ზურაბ ცისკარიძე პირველად მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს. პირველად გამოიძახეს თბილისის „დინამოს" ნახევარმცველებიც - ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.
 
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე.
 
მცველები: გურამ კაშია, სოლომონ კვერკველი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ნავალოვსკი, ზურაბ ცისკარიძე.
 
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ვალერი ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი.
 
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჭანტურია.
 
წყარო: GFF.ge
 
 
დღის ამბები