16 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
მესი, დი მარია, აგუერო და სხვა არგენტინელი ფეხბურთელები ნაკრების ვარჯიშზე ერთობიან

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკისთვის ემზადება. გუნდის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, მედიის ყურადღება ნაკრების ფეხბურთელების გართობამ გამოიწვია.

ლიონელ მესიმ, ანხელ დი მარიამ, ევერ ბანეგამ, სერხიო აგუერომ და ლუკას ბილიამ წრე შეკრეს და ბურთის თავით კენწვლით გადაადგილდებოდნენ. ფეხბურთელების საბოლოო მიზანი ბურთის სანაგვე ურნაში ჩაგდება იყო, თუმცა არ გამოუვიდათ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები გუშინ ამხანაგურ მატჩში ჰონდურასს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები