გიორგი შერმადინი ანდორას სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. საკალათბურთო კლუბ ანდორას დაწესებული აქვს აღნიშნული პრიზი გუნდის საუკეთესო მოთამაშისთვის, თუმცა ოფიციალურად მას საიმედო მოთამაშის პრიზი ეწოდება.
ესპანეთის გასულ რეგულარულ ჩემპიონატში შერმადინი 327 ჩაგდებული ქულით ანდორას საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"მადლობა ამ აღიარებისთვის. ეს იყო ჩემთვის აღმავლობისა და ვარდნის სეზონი, მაგრამ მთლიანობაში ის ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან მწვრთნელისგან ნდობას, ქომაგებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი,“ - განაცხადა შერმადინმა.
ქართველ კალათბურთელს პრიზი კლუბის მთავარი სპონსორის მორაბანკის მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა მირეირა მაესტრემ გადასცა.
წყარო: GBF.ge