არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ჰონდურასთან (1:0) ამხანაგური მატჩის დროს ტრავმა მიიღო.
მესიმ ზურგში ტკივილი იგრძნო და 64-ე წუთზე შეცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ ამერიკის თასის პირველი მატჩი გამოტოვოს.
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე პირველ თამაშს ჩილეს წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
წყარო: Goal.com