Daily Star-ის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა.
სიმეონე ჩელსიდან დიეგო კოსტას დაბრუნებას მოითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ვერ მოახეხებს ტრანსფერის განხორციელებას არგენტინელი მწვრთნელი გუნდიდან წავა.
დიეგო კოსტა ატლეტიკოში 2010-2014 წლებში თამაშობდა და სიმეონეს ხელმძღვანელობით ლა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
გამოცემის ცნობით, ატლეტიკოს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ტრანსფერზე მუშაობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჩელსის ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიიღებს.
წყარო: Daily Star