ჩემპიონთა ლიგის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან მივიდა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
თასის აღმართვის შემდეგ რონალდომ იმ სექტორს ჩაუარა და სადაც მშპ პირები იმყოფებოდნენ და მათი თხოვნა უყურადღებოდა არ დატოვა. სოციალურ ქსელში კი რონალდოს ამ საქციელს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელის შეფასებით, ასე ლეგენდები იქცევიან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა ატლეტიკო თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.