ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანო რონალდომ თავის კრიტიკოსებს უპასუხა. პორტუგალიელის თქმით, ის არ აქცევს მათ აზრს ყურადღებას და იმ ხალხის გვერდით დგას, ვისაც ის უყვართ და პატივს სცემენ.
"არ მაღელვებს რას იტყვიან ჩემი კრიტიკოსები. მე ყოველთვის იმ ადამიანების გვერდით ვარ, ვისაც ვუყვარვარ, მხარს მიჭერენ და პატივს მცემენ. ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჩემს გულშემატკივრებს ვუძღვნი, როგოც პორტუგალიაში, ისე მთელ მსოფლიოში. მიმდინარე სეზონში მოედანზე 4 ათას წუთზე მეტი გავატარე და ამ დროის უმრავლესობა მე გუნდში ნომერ პირველი ვიყავი. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მე ჯერ კიდევ კარგი ვარ, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. რა თქმა უნდა, ჩემ ფეხებს დაღლილობა ეტყობა, თუმცა მე ჯერ კიდევ საქმეში ვარ, ყოველთვის საქმეში," - განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა.
2015-2016 წლების სეზონში რონალდომ მადრიდის "რეალის" მაისურით 51 გოლი გაიტანა, მათ შორის 16 ჩემპიონთა ლიგაზე და ტურნირის ბომბარდირი გახდა. რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ევროპის პირველობის შემდეგ კი პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის რეალთან ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მოლაპარაკებეს.