ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგა კლივლენდ კავალიერსმა მოიგო. ფლეი ოფის მე-7 შეხვედრა ორაქლ არენაზე გაიმართა და გოლდენ სტეიტ ვორიორსმა საკუთარ დარბაზში 4 ქულის სხვაობით 89:93 წააგო.
მასპინძელთა ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა ყველაზე მეტი 32 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გამთამაშებელმა სტეფან კარიმ კი 17 ქულა დააგროვა. მეტოქეთაგან 27 ქულით, 11 მოხსნით და ამდენივე პასით აღნიშვნის ღირსია ლებრონ ჯეიმსი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა კაირი ირვინგმა 26 ქულა მოაგროვა.
კლივლენდი ფინალურ სერიაში 3:1 მარცხდებოდა, თუმცა მოახერხა და ზედიზედ 4 თამაშის მოგებით არსებობის ისტორიაში NBA-ს ჩემპიონი პირველად გახდა.