16 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
რა სჭირს რონალდოს? პორტუგალიელმა 5-დან 4 პენალტის გატანა ვერ მოახერხა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, ავსტრიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში პენალტის გატანა ვერ მოახერხა და შედეგად ნაკრებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა.

ამის შემდეგ უცხოური მედია აქტიურად განიხილავს, რომ რონალდოს რაღაც აწუხებს. ის ძველი მონდომებით აღარ თამაშობს ფეხბურთს, რაც მის შედეგებშიც აისახება. პირველად რონალდოს კარიერაში 3 გზის ოქროს ბურთის მფლობელმა ბოლო 5 დარტყმული თერთმეტმეტრიანიდან 4-ჯერ გატანა ვერ მოახერხა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1 გატანილი პენალტით რონიმ მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ  დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს გოლი გატანილი.

პარალელურად კი რონალდომ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ ლუშ ფიგუს რეკორდი გააუმჯობესა. ფიგუს პორტუგალიის მაისურით 126 მატჩი ჰქონდა გამართული, რონალდოს კი 128 დაუგროვდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალია უნგრეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები