16 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
"ნეიმარს მამა და აგენტი ბარსელონას დატოვებას და რეალში გადასვლას ურჩევენ"

გამოცემა ABC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელ ფეხბურთელს, ნეიმარს მამა და საფეხბურთო აგენტი ბარსელონას დატოვებას და რეალში კარიერის გაგრძელებას ურჩევენ.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი ნეიმარს უფრო მეტ თანხას და გუნდის ლიდერის სტატუსს სთავაზობს. რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკვე რამდენიმე წელია ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს და ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ბარსელონა კი ნეიმარს კონტრაქტის გაგრძელებას და წლიურ 14 მილიონ ევროს სთავაზობს, რეალი კი მზად არის ბრაზილიელს 15 მილიონი გადაუხადოს. ამასთანავე, 24 წლის თავდამსხმელის შეძენით პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებიან.

ნეიმარს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

 

წყარო: ABC

დღის ამბები