16 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
U20 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პლეი ოფში მე-9 ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 18:17 დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა 3 ლელო დადეს, თუმცა შეეძლოთ გაცილებით დიდი ანგარიშით მოეგოთ. სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებმა ვერც ერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 3 შესაძლებელიდან მხოლოდ 1  საჯარიმო დარტყმა გაიტანეს. შედეგად ქართველებმა პოტენციური 12 ქულა დაკარგეს.

ქართველების შემდეგი მეტოქე საფრანგეთსა და იაპონიას შორის გამარჯვებული იქნება და წარმატების შემთხვევაში ტურნირზე მეცხრე ადგილს დაიკავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა.

დღის ამბები