16 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
"მესის კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი, რომლის შემდეგაც რონალდოს გულშემეტკივრებიც კი ატირდნენ"

"მესის კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი, რომლის შემდეგაც რონალდოს გულშემეტკივრებიც კი ატირდნენ," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ლიონელ მესის მდგომარეობა კოპა ამერიკას ფინალში დამარცხების შემდეგ.

"მესის ასე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხება არ განუცდია," - წერს გამოცემა.

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა ჩილესთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. მესიმ პენალტის გატანა ვერ მოახერხა და ნაკრებთან ერთად ზედიზედ 3 ფინალი წააგო.

მატჩის შემდეგ 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამ თემასთან დაკავშირებით არგენტინაში გულშემატკივრებმა კამპანია წამოიწყეს და მესის სთხოვენ გადაწყვეტილება შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლეოსთან შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტიც აპირებს.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები