16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ტრადიცია დაირღვა - გერმანიამ იტალია დაამარცხა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებმა უხერხული ტრადიცია დაარღვია და იტალიის ნაკრების ბარიერი ოფიციალურ შეხვედრაში დაძლია.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 65-ე წუთზე მესუთ იოზილმა გახსნა. ლეონარდო ბონუჩიმ კი 78-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო და შემდეგ უკვე პენალტების სერია დაინიშნა.

გუნდებმა საერთო ჯამში 18 პენალტი შეასრულეს, მაგრამ გამარჯვება მაინც გერმანებმა მოიპოვეს - 6-5 მსოფლიო ჩემპიონების სასარგებლოდ და ბუნდეს ნაკრები ნახევარფინალში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას 9 მცდელობა დასჭირდა იტალიის ბარიერის დასაძლევად, მაგრამ ძირითად დროში მოგება მაინც ვერ მოახერხა.

გერმანიის შემდეგი მეტოქე საფრანგეთსა და ისლანდიას შორის გამარჯვებული იქნება.  

დღის ამბები