საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის დროს იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ალესანდრო ფლორენციმ მიულერის დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
Eurosport-ის შეფასებით, ფლორენციმ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო "სეივი" შეასრულა.
გერმანია-იტალიის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ბუნდეს ნაკრებმა მეტოქე 6:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
წყარო: Eurosport