უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე სენსაცია დაფიქსირდა - მსფოლიო პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობას მოულოდნელად მესამე წრეში გამოეთიშა.
ჯოკოვიჩი ტურნირზე 28-ე ნომრად განთესილმა ამერიკელმა სემ ქუერმა 7:6, 6:1, 3:6, 7:6 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
28 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა 11 წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჯოკოვიჩი კი გასული წლის რონალ გაროსის ფინალის შემდეგ პირველად წააგო.