გერმანიის ნაკრებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხება ემოციურად მიიღო იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა. ბუფონმა მატჩის შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა და მოედანი ატირებულმა დატოვა.
შეხვედრის შემდეგ ინტერვიუც ძალიან ემოციური გამოდგა. ბუფონმა განაცხადა, რომ ყველა იტალიელ ფეხბურთელს თავისი ცრემლების მიზეზი ჰქონდა.
"ჩვენ ყველას ჩვენი გვაქვს ტირილის მიზეზი. ჩვენ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. გერმანიამ 3 პენალტის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს შოკისმომგვრელი დამარცხებაა," - განაცხადა ბუფონმა.
გერმანია-იტალიის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულა. პენალტების სერიაშ კი ბუნდეს ნაკრებმა მეტოქე 6:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
წყარო: Eurosport