16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ვანტააში კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში უნგრეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.

ფინალამდე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა აზერბაიჯანი და თურქეთი ერთნაირი ანგარიშით, 5:0, 5:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინეთს 4:1 მოუგო. 

გუშინ, ინდივიდუალურ შეჯიბრში საბა გრიგალაშვილმა (-60) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ალეკო მამიაშვილი (-66) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

წყარო: ქართული სპორტის ქომაგები

დღის ამბები