16 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ლუის ჰამილტონი ავსტრიის დიდი პრიზის გამარჯვებულია

ფორმულა 1-ის ავსტრიის დიდი პრიზის გამარჯვებული მერსედეს ბენცის ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰამილტონი გახდა.

307 კილომეტრიანი დისტანცია მან 1 საათში, 27 წუთსა და 38 წამში გაიარა. ფინიშთან მეორე იყორედ ბულის გუნდის წევრი, ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი, ხოლო მესამე ადგილზე ფერარით, ფინელი კიმი რაიოკენენი გავიდა.

საერთო ჩათვლაში 153 ქულით ნიკო როსბერგი ლიდერობს, მომდევნო პოზიციებს კი ლუის ჰამილტონი და სებასტიან ფეტელი ინაწილებენ. კონსტრუქტორთა დავაში 295 ქულით მერსედეს ბენცი კვლავ საუკეთესოა, მეორეზე ფერარი, მესამეზე კი რედ ბულია.

დღის ამბები