16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ჩელსიში გააგრძელებს კარიერას

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და მარსელის ოლიმპიკის ყოფილი ფეხბურთელი, მიში ბატშუაი ლონდონის ჩელსის ღირსებას დაიცავს. 

არისტოკრატების ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბელგიელი მარსელმა ლიეჟის სტანდარდიდან 2014 წელს 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ფეხბურთელმა 78 მატჩში 33 ბურთი გაიტანა. იგი ეროვნული ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ბატშუაიმ 7 მატჩი ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.

დღის ამბები