16 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
სიტიმ გვარდიოლა ოფიციალურად წარადგინა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ახალი სეზონიდან მანჩესტერ სიტის უხელმძღვანელებს.

სიტის სტადიონზე კლუბის თავკაცებმა, გვარდიოლა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, გუნდის გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინეს.

"მოხარული ვარ, რომ კატალონიის ბარსელონას და ბაიერნის შემდეგ მომეცა საშუალება მანჩესტერ სიტისთანაც ვიმუშავო. მე აქ ჩემს ხალხთან, სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოვდივარ და იმედი მაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ," -აღნიშნა ხოსეპ გვარდიოლამ.

 

დღის ამბები