16 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"მესი ნაკრებში დაბრუნდება"

La Nacion-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნებაზე თანახმაა. ბარსელონას ლიდერი არგენტინის ნაკრებში 2018 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაბრუნდება.

გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას მესისთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მესი დაბრუნდება. მას ძალიან უნდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება 2018 წელს რუსეთში და უკვე ამაზე ფიქრობს" - აცხადებს პირი, რომლის ვინაობასაც წყარო არ ამხელს.

La Nacion-ის ცნობით, მესის საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი ნაკრების დატოვება, მაგრამ მასზე ძალიან იმოქმედა უამრავი გულშემატკივრის მიერ წამოწყებულმა კამპანიამ, ასევე ქვეყნის პრეზიდენტმა და დიეგო მარადონამაც დიდი როლი ითამაშეს. 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელი მუნდიალისთვის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა აუცილებლად იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება კოპა ამერიკას ფინალში ჩილესთან დამარცხების შემდეგ მიიღო.

 

წყარო: La Nacion

 

დღის ამბები