16 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ისლანდიის მომავალი პრეზიდენტი საფრაგეთთან შეხვედრას გულშემატკივართა სექტორში დაესწრო

ისლანდიის მომავალმა პრეზიდენტმა, გვიუდნი იოუჰანესონმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას გულშემატკივართა სექტორში დაესწრო.

იოუჰანესონმა ისლანდიელ მხარდამჭერებთან ერთად მღეროდა და ამხენევებდა თავისი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს.

ამის შესახებ თავად იოუჰანესონმა მატჩის წინ განაცხადა და შემდეგ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გადაიღო და ვიდეო ინტერნეტში განათავსა.

"გულშემატკივრებთან ერთად ტრიბუნაზე ვიქნები. ჩავიცვამ ეროვნული ნაკრების მაისურს და მათთან ერთად ვუგულშემატკივრებ. რად მინდა VIP ლოჟაში ჯდომა და შამპანურის სმა, როცა ეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შემიძლია," - განაცხადა მატჩის წინ იოუჰანესონმა.

შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით 5:2 დასრულდა და ტურნირის დებიუტანტი ისლანდია ასპარეზობას გამოეთიშა. ვიკინგებმა მაინც მოახერხეს მსოფლიოს გაოცება, რადგანაც მათ ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალიდან ინგლისის ნაკრების გამოგდება მოახერხეს.

 

წყარო: სოციალური ქსელი

დღის ამბები