16 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ზაზა ფაჩულია კარიერას გოლდენ სტეიტში გააგრძელებს

ოფიციალურად - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, კარიერას გოლდენ სტეიტში გააგრძელებს. ქართველი ცენტრი გუნდთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება 2,9 მილიონი დოლარი იქნება.

დიდი შანსია ფაჩულია გოლდენ სტეიტის ძირითადი ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე გუნდში არ ირიცხება ისეთი კალათბურთელი, რომელიც ცენტრის პოზიციაზე ზაზას კონკურენციას გაუწევს. გუნდი დატოვა ავსტრალიელმა ანდრე ბოგატმა, ხოლო ოკლენდურ კლუბში დარჩენილი ცენტრები - მარის სპეიტსი და ფესტუს ეზელი ფაჩულიას სათამაშო დონის არ არიან.

ქართველმა კალათბურთელმა გასული სეზონი დალას მავერიკსში გაატარა. ზაზა ოლ სტარამდე დალასელთა გუნდში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა და ყველა ვარსკვლავის მატჩში მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტი 2015-2016 წლის NBA-ს ფინალში კლივლენდთან დაძაბულ სერიაში დამარცხდა. მომავალი სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ფაჩულიასაც საჩემპიონო შანსი აქვს. საართველოს ნაკრების კაპიტანს ისეთი კალათბურთელების გვერდით მოუწევს თამაში როგორებიც არიან სტეფან კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი, ანდრე იგუდალა და დრეიმონდ გრინი.

 

დღის ამბები