16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
კევინ დურანტმა გოლდენ სტეიტი აირჩია

კევინ დურანტმა გადაწყვიტა კარიერა გოლდენ სტეიტში გააგრძელოს. ESPN-ის ცნობით, კევინი რამდენიმე დღეში უორიორსთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და 54 მილიონ ამერიკულ დოლარსაც მიიღებს.

დურანტი ოკლაჰომას ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. 2014 წელს იგი რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოლდენ სტეიტში მომავალი სეზონიდან ზაზა ფაჩულიაც ითამაშებს. 

დღის ამბები