16 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ

ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები, სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა. ძიუდოისტებს აეროპორტში გულშემატკივრები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

ირაკლი ცირეკიძის მომზადებულმა გუნდმა ფინეთში ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, ფინალში კი უნგრეთს დიდი ანგარიშით 5:0 მოუგო. პირად ჩათვლაში ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებიდან საბა გრიგალაშვილმა ვერცხლის, ალექსანდრე მამიაშვილმა, გიორგი ჩიქოვანმა და ნიკა დონღვანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბიჭების მსგავსად წარმატებულად იასპარეზეს გოგონათა ნაკრების წევრებმა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

დღის ამბები