ქართველი ათლეტები გიორგი დოინჯაშვილი და ჭაბუკა ჭიღლაზე დღეს გამთენიისას ესპანეთიდან სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
შეჯიბრების სახელად "უძლიერესი მამაკაცის ტიტულის" ჩემპიონი, გიორგი დოინჯაშვილი გახდა და ევროპის ყველაზე ძლიერი მამაკაცის წოდებაც დაიმსახურა. ქართველმა ათლეტმა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. მეორე ადგილიც ასევე ქართველმა ჭაბუკა ჭიღლაძემ დაიკავა.
ყოველწლიურ საერთაშორისო შეჯიბრებაში მსოფლიოს 8 ქვეყნიდან სპორტსმენები, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.