პორტუგალის ნაკრების და მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. რონალდოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ მესი ნაკრებში დაბრუნდება.
"მესიმ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი ვალდებულია მას გაუგოს. ის არ არის მიჩვეული წაგებებს, თუნდაც ეს მეორე ადგილის დაკავება იყოს. პენალტის გაფუჭება ცუდ ფეხბურთელად არავის არ აქცევს. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მესის ცრემლების დანახვა. იმედი მაქვს, რომ მესი ნაკრებში დაბრუნდება," - განაცხადა რონალდომ.
გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ შეიცვალა გადაწყვეტილება და ის 2018 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
რონალდო კი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
წყარო: football-espana.net