16 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ლიონელ მესის პატიმრობა მიუსაჯეს

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონას არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

მესის ესპანეთის პროკორატურა გადასახადების დამალვას ედავებოდა. პატიმრობა მიუსაჯეს ფეხბურთელის მამასაც. ფეხბურთელს თანხების ოფშორულ ზონებში გადატანა დაუმტკიცდა. ბრალდების თანახმად, 2007, 2008 და 2009 წლებში მესიმ და მამამისმა საგადასახადო სამსახურს 4,1 მილიონი ევრო დაუმალეს.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასჯელის რაოდენობა 2 წელზე ნაკლებია, მაშინ შესაძლებელია პირმა პირობითი სასჯელით მოიხადოს დანაშაული. სავარაუდოდ, მესის შემთხვევაშიც ასე იქნება.

 

წყარო: BBC

 

დღის ამბები