საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.
გუნდები ფრთხილი ტაქტიკით თამაშობდნენ და საგოლე მომენტებიც ძალიან ცოტა იყო. პირველ ტაიმის დებიუტში პორტუგალიის კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ მუხლის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
რონალდო 25-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად წარიმართა. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეიქმნა, როცა ჟინიაკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ, ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის განოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც პორტუგლიის უპირატესობით წარიმართა.
ჯერ მოუტინიოს საჯარიმო დარტყმა ხარიხამ მოიგერია, ამ მომენტიდან კი ზუსტად 1 წუთში ედერმა შორეული დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. პორტუგალიამ აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.