საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ”სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში 16 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა.
კალათბურთელები, ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა 23-28 მაისს თბილისში ჩატარებულ კემპზე შეარჩიეს.
ესპანეთში ყოფნის დროს ფაქტობრივად ყველა ნომინაციაში ქართველებმა გაიმარჯვა, სამქულიანი ტყორცები ირაკლი სულხანიშვილმა, კემპის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი კი ალექსანდრე მერკვილაძემ დაისაკუთრა
ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ რომელშიც არა მხოლოდ ესპანელი, არამედ, ამერიკელი და სერბი მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ ის ექვსი საუკეთესო მოთამაშე დასახელდა, რომელიც კარიერას ბასკეთში განაგრძობს - ლაშა მიქელაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი და საბა გიგიბერია.
სამი მათგანი მეიერესში, ხოლო სამიც ლაბორალ კუჩაში ითამაშებს, კოლეჯში სწავლას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას ბასკური მხარე საკუთარ თავზე იღებს