15 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა ელ კლასიკო გამოტოვოს

მოახლოებული ელ კლასიკოს წინ მადრიდის რეალს ბევრი პრობლემა აქვს. მადრიდულ დერბიში პეპემ მძიმე ტრავმა მიიღო ბარსელონასთან მისი ასპარეზობა გამორიცხულია, ასევე ტრავმირებულია რაფაელ ვარანიც. ზინედინ ზიდანს კიდევ ერთი საფიქრალი დაემატა - კრიშტიანო რონალდოს ფაქტორი.

პორტუგალიელ ფეხბურთელს კლასიკოს წინ 4 ყვითელი ბარათი აქვს და თუ ის ხიხონის სპორტინგთან კიდევ ერთ გაფრთხილებას მიიღებს ელ კლასიკოს ავტომატურად გამოტოვებს. გარდა ამისა, კატალონიური გამოცემა Sport-ი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ატლეტიკოსთან შეხვედრაში უკმაყოფილო რონალდო არბიტრს ეკამათება და მის გადაწყვეტილებას ემოციურად აპროტესტებს. (ჯერჯერობით რონალდოს სიტყვები გაშიფრული არ არის) გაზეთი წერს, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ლიონელ მესი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და რატომ უნდა დაინდონ რონალდო.

თავის მხრივ კლასიკოს წინ პრობლემები ბარსელონასაც აქვს. მალაგასთან 2:0 წაგებულ შეხვედრაში ნეიმარი მოედნიდან გააძევეს, ბრაზილიელმაც მსაჯის გადაწყვეტილება ცინიკური ტაშით შეაფასა და ამის გამო შესაძლოა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს და რეალთან შეხვედრა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო 23 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატს კი რეალი 72 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 69 ქულით ბარსელონა იმყოფება, თუმცა სამეფო კლუბს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

წყარო: 101greatgoals.com

 

 

 

 

 

დღის ამბები