22 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ლეილა აბაშიძეს,სავარაუდოდ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს  დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. 

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ადგილი ქართველი მსახიობისთვის, მისი მეუღლის მამის, სერგი დანელიას გვერდით გამოიყოფა.

მისივე თქმით, სამოქალაქო პანაშვიდი სავარაუდოდ, ქაშვეთში გაიმართება.

„ქალბატონ ლეილას დაკრძალავენ ბატონ სერგი დანელიას გვერდით. ბატონი სერგი ცნობილი ფილოსოფოსი, აკადემიკოსი, რომელიც იყო ქალბატონი ლეილას მამამთილი. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სავარაუდოდ ქაშუეთის ეკლესიაში, მოსულები ვართ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რათა დეტალები შევათანხმოთ დირექტორთან",- ამბობს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

მსახიობი ლეილა აბაშიძე გუშინ საღამოს, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს.

დღის ამბები