ხონის მუნიციპალიტეტში, მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მანქანა მდინარე გუბისწყალთან იყო გაჩერებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.