26 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
სუბელიანს ექსკლუზიური წვდომა ჰქონდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებზე - ზვიად კუპრავა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

როგორც ცნობილია, სუბელიანის ოჯახის წევრი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. კუპრავა ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს ფლობს და შვილის დასაცავად სამართალდამცველებს ამ კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებს.

კუპრავას თქმით, მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროების შესახებ. გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა.

„მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გასვლის კადრები გააჩნია მირზა სუბელიანს. როდესაც ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანეს ის იყო სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციის უფროსი, მხოლოდ მას ჰქონდა ექსკლუზიური წვდომა კადრებზე. დღეს ამ კადრებით სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას 51-ე სკოლის ხორავას ქუჩის საქმეზე შენარჩუნდეს ბრალდებულთა რაოდენობა და ორი ბრალდებულის გარდა რაოდენობა არ გაიზარდოს. არაერთგზის გვქონდა კომუნიკაცია ბორის კაკუბავას შუამავლობით, მე ვითხოვდი, რომ ეს კადრები გასაჯაროებულიყო, თუმცა მოლაპარაკება შევიდა ჩიხში,“- აცხადებს კუპრავა.

ის ცოტა ხნის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

დღის ამბები