04 დეკემბერი 2021,   23:52
ვრცლად
მურთაზ ზოდელავამ სოფელ კოკში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა

”ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ, ზუგდიდის სოფელ კოკში ბუაძეების ოჯახი მოინახულა.

ოჯახში ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სოციალურად დაუცველი ბუაძეების თქმით, მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ და აუცილებელი წამლების შეძენასაც ვერ ახერხებენ.

მათი განცხადებით, ოჯახმა დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მერიიდან განუმარტეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ მოიძებნა.

„ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, რადგან ოჯახს რომელსაც თანადგომა სჭირდება, უსახსრობის გამო უარს ეუბნებიან, პარალელურად, ამ საბიუჯეტო სახსრებით ივანიშვილის ხეების თრევას აფინანსებენ,“- განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები